Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 018 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 285 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 780 391-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.