„ყოველი დღე იქნება უარესი და უარესი“ – ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა გვიან მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძეს რამდენიმე საათი მოუწია ლოდინი, რომ ყოფილ პრეზიდენტთან საკანში შეეშვათ. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველი დღე უარესია და მდგომარეობა რთულდება.  

„პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით და ამ საღამოს დარეგულირდა. მაგრამ, ასე გაგრძელება, ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველდღე ვამბობ ამას, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ეს არ ესმის. ყოველდღე იქნება უარესი და უარესი თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღესაც და გუშინაც. ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არ იქნება ეს პრობლემა ისევ. ადამიანი შიმშილობს და სჭირდება მკურნალობა. არც შიმშილობას წყვეტს და მკურნალობაც არ მიმდინარეობს. ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო  და როგორ უნდა ველოდოთ კარგ შედეგს, შეუძლებელია ეს“, – განაცხადა დაწესებულებიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები