“საუნივერსიტეტო კლინიკაში საკარანტინო მდგომარეობა 11 მარტიდან არის გამოცხადებული” – ლალი ტურძელაძე

საკარანტინო მდგომარეობა ჩვენთან გამოცხადებულია 11 მარტიდან, როდესაც ჩვენი საავადმყოფო გადაკეთდა კორონავირუსთან ბრძოლის პლაცდარმად, –  ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

ტურძელაძე განმარტავს, რომ კლინიკაში თანაშრომლების გარდა არავინ დაიშვებიან.

ავკრძალეთ კლინიკაში გარედან შემომსვლელთა რიცხვი, რაოდენობა. არ ვუშვებთ კლინიკაში არავის, თანამშრომლების გარდა. ჩვენ აქ ვართ, ვემსახურებით პაციენტებს. საავადმყოფოს მუშაობა არ შეუწყვეტია. დღეს, პირველი რიცხვიდან მოხდა სტაფის შეცვლა. ორ-ორკვირიანი მუშაობის განრიგი გვაქვს“, – განუცხადა ლალი ტურძელაძემ საქართველოს პირველ არხს.

ამასთან, ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი კლინიკის ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

„გამორიცხული არაფერი არ არის მაგრამ, ამჟამად არავის დადასტურებია. ყველას, გუშინდელ აღებულ სინჯებში აქვს უარყოფითი. დღეს მივიღეთ სახლში დასვენებული სტაფი და ნამუშევარი გავუშვით სახლებში, ორ-ორკვირიანი რეჟიმი გვაქვს, რომ არ გადაიღალოს ხალხი. საავადმყოფო არ დახურულა, ვღებულობთ პაციენტებს ჩვეულებრივად“, – აღნიშნა ტურძელაძემ.

მან ასევე უარყო, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია კლინიკის თანამშრომელი გინეკოლოგი.

​„ერთი კვირაა, მეკითხებიან და არა, ჩვენსას არც ერთს დადასტურებია, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ჩვენიც დაავადდეს. გარეთ ვის ვისგან ედება, ისეთია პროცესია, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი არავინ არ არის, გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან და კლინიკებიდან სტაფი, მაგრამ ყველა სტაბილურია ამ დროისათვის“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მსგავსი თემები

One Thought to ““საუნივერსიტეტო კლინიკაში საკარანტინო მდგომარეობა 11 მარტიდან არის გამოცხადებული” – ლალი ტურძელაძე”

  1. This article will assist the internet visitors for building up
    new weblog or even a weblog from start to end.