მარნეულის სასწრაფო დახმარების პერსონალს ტესტირება ჩაუტარდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე აცხადებს, რომ დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევის გამო, მარნეულის სასწრაფო დახმარების პერსონალს ტესტირება ჩაუტარდება

„მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით არის ინფიცირებული სასწრაფოს თანამშრომელი. შემთხვევა დაკავშირებულია თეთრიწყაროს კლასტერთან, თეთრიწყაროდან ერთი მუშაობდა სასწრაფოში. ამჟამად რაიონში არის ხუთი ბრიგადა. ხუთივე ბრიგადას ჩაუტარდება ტესტირება, მოვიკვლევთ ყველა კონტაქტს და მაქსიმალურად გავატარებთ ღონისძიებებს, რომ არ გადაიზარდოს ინფექციის დიდ აფეთქებაში“, – განაცხადა ეთერ ლაფერძემ.

მსგავსი თემები