“წელს საქართველოს ეკონომიკას 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება” – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ადმინისტრაციის შეფასებით, რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკას 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ სანქციების გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში ვეღარ შემოვა 1 მილიონი რუსი ტურისტი. “2019 წლის ბოლომდე ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, შესაბამისად, ახლა მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი”, – განაცხადა ქვრივიშვილმა. ემბარგოს პარალელურად კი, რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია…

მეტი...