„საქართველოში უნდა დასრულდეს საბჭოთა ყაიდაზე დაფუძნებული ცილისმწამებლური და აგრესიული ჟურნალისტიკა“ – რატომ უჩივის „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ბიზნესმენი?!

ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილის ადვოკატი გიორგი ქიშმარია დეტალურად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც, ბიზნესმენი იძულებული გახდა, ტელეკომპანიის ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაეწყო. “მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ ბიზნესმენის ინტერესების დამცველის, გიორგი ქიშმარიას არგუმენტებს და სასარჩელო მოთხოვნას (ტექსტი დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად მიაწოდა). „უპირველეს ყოვლისა გვსურს გამოვეხმაუროთ ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მიერ ატეხილ ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ აჟიოტაჟს რომელიც ეხება  ბატონი  ნუგზარ ალუღიშვილის მიერ წარმოდგენილ  სარჩელს ტელეკომპანია პირველის, ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ. ზემოთაღნიშნული სარჩელის საფუძველია 2021 წლის 25 დეკემბერს ტელეკომპანია პირველში გასული  ე.წ ჟურნალისტური გამოძიება ნოდარ მელაძი გადაცემაში, გასული სიუჟეტი,  რომელიც გაჯერებული იყო…

მეტი...