ჯოზეფ ბორელი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე…

მეტი...

,,EU იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი” – ფიშერი

,,EU იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას აზიარებს. ,,7 აგვისტო, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. ევროკავშირი იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს ფიშერი.

მეტი...

ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ,,ჰამასის” ლიდერის მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი – WP

ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანში ,,ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი. ინფორმაციას Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ ისრალემა უარი თქვა ჰანიეს მკვლელობაზე კომენტარსი გაკეთებაზე, მაგრამ მაშინვე აცნობა აშშ-ს ოფიციალურ პირებს, რომ მომხდარის უკან თვითონ იდგა. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, გასულ კვირას, ჰანიას სიკვდილის შემდეგ, ,,დაძაბული” საუბარი შედგა. Washington Post-ის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა გაკვირვებით და აღშფოთებით უპასუხეს ჰანიეს მკვლელობას, რომელიც მათ მიიჩნიეს, როგორც მარცხი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის ძალისხმევისთვის –…

მეტი...

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ,,ჰამასის” პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ,,ჰამასის” პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა. ,,ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა ,,ჰამასი” აცხადებს მეთაურის, იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად… ის იქნება მოწამე მეთაურის, ისმაილ ჰანიეს შემცვლელი”, – ნათქვამია ,,ჰამასის” განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ისმაილ ჰანიე 31 ივლისს მოკლეს, რის შემდეგაც ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა.

მეტი...

16 წელი აგვისტოს ომიდან

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია. საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა ,,სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა. ,,მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ. ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით – ომის დღე­ებს, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ადრე და­ი­წყო და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად…

მეტი...

რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. უწყების ცნობით, ეს მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხია, რომელმაც რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა. რუსეთის საგარეომ მოლდოვის ამ ნაბიჯს ,,არაფრით მოტივირებული გადაწყვეტილება” უწოდა. ცნობილია, რომ დეპარტამენტში მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ კეტრარა დაიბარეს და შესაბამისი ნოტაც სწორედ მას გადასცეს.

მეტი...

სახდეპი თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ,,ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის”. – მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა”, – დაწერა ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სახდეპის სპიკერზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო.

მეტი...

„მეკარის ხელმოწერა აკლია“- ვიხილავთ თუ არა გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“?!

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათში გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება. როგორც ერთ-ერთი სპორტული გამოცემა წერს, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და მის საბოლოო შესრულებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია. ასევე, ცნობილი ხდება რომ “ლივერპული” ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაუხდის ვალენსიას, თუმცა ამ თანხაში არ შევა დამატებითი ხარჯები. ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის ბორნუთში გაატარებს, 2025 წლიდან კი “ლივერპულის” პირველი მეკარე იქნება. რაც შეეხება, ახლანდელ მთავარ მეკარეს, ალისონ ბეკერს, ის ერთი სეზონის შემდეგ საუდის არაბეთში გააგრძელებს თამაშს.  

მეტი...

“ჩვენი ლიდერის მკვლელობის შემდეგ „ჰეზბოლა“ ვალდებულია, ისრაელს უპასუხოს”- ჰასან ნასრალა

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან თავდასხმაზე პასუხი იქნება „ძლიერი და ეფექტური“. მისი თქმით, „ჰეზბოლა“ საპასუხო თავდასხმის დროს თავად შეარჩევს. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა. „ჩვენი ლიდერის მკვლელობის შემდეგ „ჰეზბოლა“ ვალდებულია, უპასუხოს და ირანიც უპასუხებს, „ჰეზბოლაც“ უპასუხებს. მტერი როდესაც ელოდება, თვალს ადევნებს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი რეაქცია პასუხია, ეს თავისთავად წარმოადგენს პასუხს. ლიბანში ჩვენ ვზრუნავთ ხალხსა და ქვეყანაზე. ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურაზე, ვზრუნავთ, რომ ბევრი ხალხი არ დაშავდეს. ჩვენ ამ ტვირთს ვატარებთ. თუმცა, ჩვენ ვერავის ვთხოვთ ვერც ლიბანში და ვერც მის ფარგლებს გარეთ, გაუმკლავდეს იმ…

მეტი...

სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრად” დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრად” სერგეი შამბა დაინიშნა. ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტის” პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, შამბას 2020 წლის 28 ივლისიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის” თანამდებობა ეკავა. შამბა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” თანამდებობას 1997-დან 2010 წლამდეც იკავებდა  

მეტი...

“16 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო”- ბორელი განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული  საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია. “7 აგვისტოს 16 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია. ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. გრძელდება საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების…

მეტი...

მორიგი რეკორდი ოლიმპიადაზე-შეჯიბრებაში მონაწილეობა 11 წლის სპორტსმენმა მიიღო

პარიზის ოლიმპიადაზე მორიგი რეკორდი 6 აგვისტოს დაფიქსირდა. სკეიტბორდინგის შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 11 წლის ჟენგ ჰაოჰაომ, რომელიც პარიზის ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. ჟენგ ჰაოჰა ყველაზე ახალგაზრდა ჩინელი სპორტსმენია ოლიმპიადების ისტორიაში. მან მსაჯებისგან 63,19 ქულა დაიმსახურა, 22 სპორტსმენს შორის მეთვრამეტე იყო და კვალიფიკაცია ვერ დაძლია.

მეტი...

ლაშა ბექაური 8 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე ოქროს მედალს წარადგენს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის გამოსვლის ღონისძიება 8 აგვისტოს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. მედლის წარდგენა, “იბერია 1999” და თურქულ “ბაშაქშეჰირს” დაპირისპირებამდე იქნება. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ასევე, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეტი...

„ჰეზბოლამ“ ისრაელზე დრონებით მიიტანა იერიში-არიან დაშავებულები

ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დრონებით მიიტანა იერიში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე. შედეგად, დაშავებულია ექვსი ადამიანი. ინფორმაციას, „თაიმს ოფ ისრაელის“ ავრცელებს. ამჟამად ჰოსპიტალში ექვსი ადამიანი რჩება. მათ შორის, ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ისრაელის მედია „ჰეზბოლას“ თავდასხმის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს. „ჰეზბოლაში“ დაადასტურეს, რომ ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრები აპარატები გაუშვეს. დაჯგუფების წევრების აცხადებენ, რომ მათი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.  

მეტი...

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი

ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია, რომელიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას. “დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ უკრაინამ სახსრების მიღებისთვის “უკრაინის გეგმაში” გათვალისწინებული ყველა საჭირო პირობები და რეფორმები დააკმაყოფილა. აღნიშნული რეფორმები ეხებოდა ფინანსების საჯარო მართვას, სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი კომპანიების მართვას, ბიზნეს გარემოს, ენერგიასა და განაღმვას. ასევე აღნიშნულია სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გადაცემის მნიშვნელობა უკრაინაში მძიმე ფისკალური ვითარებიდან გამომდინარე”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა“- სააკაშვილი

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს  არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა”- წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ზურაბიშვილს არ მოუთხოვია ე.წ. “პიჯაკების” საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა. „მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს  არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. “პიჯაკების” საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა. ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა? დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?“-  წერია…

მეტი...

ვაშლიჯვარში მიწის გასკდომასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვრის დასახლებაში, ბროწეულის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია. მათივე ცნობით, მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ. „გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ გეოდინამიკური პირობები ადგილზე შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა. სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის…

მეტი...

USAID-ი საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს არ დაუფინანსებს

USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა. ინფორმაციას, საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ. “ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID-ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა დაფინანსება. ევროსაბჭოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება”, – აცხადებენ საკონსტიტუციოში სასამართლოში.

მეტი...

ფლორიდას ტროპიკულმა ქარიშხალმა დებიმ გადაუარა

აშშ-ის შტატ ფლორიდას ტროპიკულმა ქარიშხალმა სახელად დებიმ გადაუარა. Reuters-ის ცნობით, ქარიშხალი ფლორიდას გამთენიისას დაატყდა თავს. მისი სიჩქარე 130 კმ/ს-ს აღწევდა. სტიქიას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 წლის გოგონა და 13 წლის ბიჭი. გარდაცვლილთა შორის აგრეთვე არიან 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი და 38 წლის ქალბატონი 12 წლის შვილთან ერთად. ასიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაშველებმა 700-მდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ფლორიდიდან დები ჯორჯიის შტატში გადაინაცვლებს, შემდეგ ატლანტის ოკეანეში, ხოლო სამშაბათს საღამოსთვის მოძლიერდება და სამხრეთ კაროლინას თავს დაატყდება.

მეტი...

,,თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ის ამერიკისგან მტკიცე პასუხს მიიღებს” – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

,,თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ის ამერიკისგან მტკიცე პასუხს მიიღებს”, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „აშშ-ს საყოყმანო არაფერი აქვს, სანამ რეგიონში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა ხორციელდება, ისრაელი „ჰამასის“, „ჰეზბოლასა“ და ირანის საფრთხის ქვეშ არის. ირანის ნებისმიერი თავდასხმა ისრაელზე ან ამერიკულ ინტერესებზე იქნება გაუმართლებელი და მიიღებს მტკიცე პასუხს“, – დაწერა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისი თქმით, ამერიკა და მისი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში ერთად უნდა მუშაობდნენ, რათა წინ აღუდგნენ ირანსა და მის ტერორისტ მოკავშირეებს. როგორც ჯონსონმა დაწერა, რუსეთისა და ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი…

მეტი...

,,უფრო მეტად და გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან” – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

,,ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხცადა. მას მედიის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას უკავშირდებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უდიერად ეპყრობა კონსტიტუციას და ეს არავისთვისაა ახალი. „ჩვენ, უპირველეს ყოვლისა გავურბივართ იმას, რომ ვინმეს ხელი შევუწყოთ კონსტიტუციის დარღვევაში. რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა თუმცა, ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის. ჩვენ შეჩვეულები…

მეტი...

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად ტიმ უოლზი დაასახელა

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად ტიმ უოლზი დაასახელა. ,,მოდით, მოვიგოთ!”, – დაწერა მან X-ზე. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა.

მეტი...

,,ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, დემოკრატიის საფუძვლები რომ აინტერესებდეს, დემოკრატიის ფესტივალზე მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ” – თინა ბოკუჩავა

,,საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, რომ დემოკრატიის საფუძვლები აინტერესებდეს, რაც დგას მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დემოკრატიის ფესტივალზე მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ”, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჟურნალისტის კითხვას დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, გადაამოწმა ინფორმაცია დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორთან და მათ დაუდასტურეს, რომ პირადი მიწვევა გაეგზავნა ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს მონაწილეობისთვის. „ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა გამომდინარე მაღალი სახელისუფლებო ინტერესიდან, რომელიც საფუძვლად უდევს სახელისუფლებო პროპაგანდას დემოკრატიის ფესტივალის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიულ ფესტივალზე. იქ გამოვთქვი…

მეტი...

,,ეს არის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსების შეჩერება წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობაა. ,,აქ მთელი უბედურება ის არის, რომ რასაც რუსეთი აჟღერებდა – დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო, ამ ნაბიჯებს დგამს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ აქ კიდევ ერთხელ იკითხება ერთი გაურკვეველი რამ, რა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად აქ. თუ ეს ემსახურება ჰუმანიტარულ, სამეცნიერო მიზნებს, რა შუაშია კანონი გამჭვირვალობის შესახებ ყოველივე ამასთან. ეს არის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

მეტი...

კობა კობალაძე აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში, 1992-93 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრთა მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის…

მეტი...

ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა და მათი მიწოდება უკვე დაიწყო – NYT

ირანმა რუსეთს სთხოვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ის ისრაელთან შესაძლო ომისთვის ემზადება. The New York Times-ის ცნობით, ორმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელთაგან ერთი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრია, დაადასტურა, რომ ირანმა გააკეთა ასეთი მოთხოვნა. წყაროების ცნობით, რუსეთმა დაიწყო მოწინავე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. გამოცემა წერს, რომ 5 აგვისტოს თეირანს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ ეწვია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ირანი შურისძიებისთვის ემზადება გასულ კვირას თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის გამო. ,,შოიგუს ვიზიტი ხაზს უსვამს ირანსა და რუსეთს შორის მჭიდრო ალიანსს, რომელიც გაძლიერდა…

მეტი...

,,ვაგზავნით თანმიმდევრულ სიგნალებს, უთხრან ირანის მთავრობას, რომ ესკალაცია მათ ინტერესებში არ შედის” – მეთიუ მილერი

შეერთებული შტატები მოუწოდებს ქვეყნებს, თავიანთი დიპლომატიური ჩართულობის საშუალებით უთხრან ირანს, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია მათ ინტერესში არ შედის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ეს რეგიონისთვის „კრიტიკული მომენტია“ და რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სატელეფონო საუბრების საშუალებით ცდილობდა დაძაბულობის  შემცირებას, თუმცა მილერმა დასძინა, რომ ვაშინგტონი ყველაფრისთვის მზადაა. „ჩვენ ვაგზავნით თანმიმდევრულ სიგნალებს ჩვენი დიპლომატიური ჩართულობით და მოვუწოდებთ ხალხს, უთხრან ირანის მთავრობას, რომ ესკალაცია მათ ინტერესებში არ შედის და რომ ჩვენ დავიცავთ ისრაელს თავდასხმისგან. ეს ესკალაცია არ ემსახურება ირანის ინტერესებს და არ ემსახურება რეგიონში არავის ინტერესებს“, – განაცხადა მეთიუ…

მეტი...

საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობა – Amnesty International

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ეხმაურება თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, Azel.TV-ის მთავარი რედაქტორის აფგან სადიგოვის დაკავებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები” და უზრუნველყოს მისი და მისი მეუღლის დაცვა, თუ ისინი ამისთვის მიმართავენ ქვეყანას. ,,ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით მას ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი რისკი შეექმნება, წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთის, უსამართლო სასამართლოს ჩათვლით”, – ნათქვამია განცხადებაში. Amnesty International ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ჟურნალისტებისა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების მიმართ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს…

მეტი...

რუსთავში ღამურამ და ზღარბმა ორი ადამიანი დაკბინეს

რუსთავში ღამურამ და ზღარბმა ორი ადამიანი დაკბინეს. დაკბენილებს ცენტრალურ საავადმყოფოში შესაბამისი აცრა ჩაუტარდათ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ სამედიცინო დაწესებულების ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

,,26 ოქტომბერს არის ძალიან პრინციპული და ამავე დროს მარტივი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის” – შალვა პაპუაშვილი

,,26 ოქტომბერს არის ძალიან პრინციპული და ამავე დროს მარტივი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი იყოს მკაფიო. „გუშინ ჩვენ ვიხილეთ ომის მანიფესტი, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ ძალაუფლება ხელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ჩაიგდოს, რისი შედეგიც იქნება ის, რომ ქვეყანას ომში შეათრევენ, ხოლო მეორე არჩევანი არის მშვიდობა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი იყოს მკაფიო, ამიტომაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის მნიშვნელოვანი,…

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: ,,საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს. კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები. დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს…

მეტი...

,,ის რაც ჩვენ გვეგონა უანგარო გვერდში დგომა, აღმოჩნდა რომ ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი

,,ძალიან სამწუხაროა, ჩვენ რასაც ვხედავთ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. ეს აჩვენებს, რომ ვიღაცისთვის დახმარება არის ზეწოლის ინსტრუმენტი. ის რაც ჩვენ გვეგონა უანგარო გვერდში დგომა, აღმოჩნდა რომ ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი და იმ მომენტში, როდესაც რაღაც არ მოეწონათ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში და მიმართულებაში, ეს ინსტრუმენტი აამოქმედეს, როგორც ზეწოლის მექანიზმი. მეგობრობა და დახმარება ასე არ მუშაობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ბიზნესი და საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდით და…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ამ თანამდებობაზე” – შალვა პაპუაშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ამ თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს არც მიხეილ სააკაშვილის შეწყალება გაუჭირდება. „მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ამ თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს. სადაც ნიკა გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ,…

მეტი...

,,ყველა ქვეყანა, თავის ფულს განკარგავს ისე, როგორც მისი სურვილია” – შალვა პაპუაშვილი

,,ყველა ქვეყანა, თავის ფულს განკარგავს ისე, როგორც მისი სურვილია. მაგრამ თუ კი ვინმეს თანამშრომლობა ერევა გავლენების მოპოვებაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტზე, ეს არის მიუღებელი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ზოგიერთი დონორის მხრიდან შეჩერებულ დახმარებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განკარგავს თავის ფულს, თუმცა ეს დახმარება უნდა გამომდინარეობდეს თანამშრომლობიდან და არ უნდა იქცეს გავლენების მოპოვების მცდელობად. „ყველა ქვეყანა თავის ფულს განკარგავს ისე, როგორც მისი სურვილია. ეს მათი ხალხის ფულია და ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ, რომ საკუთარი ხალხის ფული დახარჯონ ქართველ ხალხზე. თუ კი ვინმე აქვს…

მეტი...

,,ჩვენი ინტერესია მართლაც ნათელი მომავალი, იმ ბნელი წარსულით კი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეპოტინება, ნათელ მომავალს ნამდვილად ვერ მივაღწევთ” – გია ვოლსკი

,,ჩვენი ინტერესია მართლაც ნათელი მომავალი, იმ ბნელი წარსულით კი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეპოტინება, ნათელ მომავალს ნამდვილად ვერ მივაღწევთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გეგმები კოორდინაციაშია მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან. „ულტიმატუმად ნუ ჩავთვლით, უკეთესი მხრიდან დავინახოთ, დასავლეთს აინტერესებს საზოგადოების აზრი. თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ნათელ მომავალს გვპირდება, ბნელი წარსულით აპირებს ამის გაკეთებას, ეს არის ფაქტი. რეალურად, ის სათავეში ჩაუდგა „ნაცმოძრაობას“ და აქვს გარკვეული გეგმები, რომლებიც სრულ კოორდინაციაშია სააკაშვილის გეგმებთან – დესტაბილიზაცია, არეულობა, საქართველოს ომში ჩართულობა, ეს არ უნდა უნდოდეს არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს, მიუხედავად იმისა,…

მეტი...

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში შტორმ „დების“ შედეგებს ებრძვიან – არის მსხვერპლი

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთს ტროპიკული შტორმი „დები“ დაატყდა თავს. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. გარდაცვლილთა შორის 13 წლის ბიჭია, რომლის სახლს ხე დაეცა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის მანქანა გზიდან არხში გადავარდა. ასევე, გარდაცვლილია ქალი და მისი 12 წლის შვილი, რომლებიც სტიქიის დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. როგორც „ბიბისი“ წერს, თავდაპირველად ქარიშხალმა ფლორიდას გადაუარა, ამის მერე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს უქმნის ჯორჯიის შტატის ნაწილს, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას. ფლორიდაში ქარიშხლის გამო 150 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეფერხებებია ასევე ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში. აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ…

მეტი...