„ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა დარღვევები 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს?”– სააკაშვილი პრეზიდენტზე

“პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და თვითონ იყო ამის მომსწრე. მინდა, ვიკითხო, ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს?”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გაერთიანების წერტილების სანახავად, უნდა შეძლონ მათ შორის, წარსულზე სიმართლის თქმა.

„ამ ორი დღის წინ, პრეზიდენტმა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა ჩაატარა. ქ-ნმა პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე. რადგან ის ასე თვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ მინდა ვიკითხო და მიკვირს, რომ სხვებმა ჩემამდე არ იკითხეს. ქ-ნმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომლებიც მთელმა საქართველომ დაინახა 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს? 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მთლიანად გაყალბდა, არჩევნების შემდეგ რამდენიმე საათში, მან ოფიციალურად „მთლიანად პატიოსნად და თავისუფლად“ გამოაცხადა. იგივე რეაქცია ჰქონდა მას 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც, რომელზეც მასობრივი დარღვევები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა”- ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი თემები