„ჰეზბოლამ“ ისრაელზე დრონებით მიიტანა იერიში-არიან დაშავებულები

ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დრონებით მიიტანა იერიში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე. შედეგად, დაშავებულია ექვსი ადამიანი. ინფორმაციას, „თაიმს ოფ ისრაელის“ ავრცელებს. ამჟამად ჰოსპიტალში ექვსი ადამიანი რჩება. მათ შორის, ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა.

ისრაელის მედია „ჰეზბოლას“ თავდასხმის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

„ჰეზბოლაში“ დაადასტურეს, რომ ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრები აპარატები გაუშვეს. დაჯგუფების წევრების აცხადებენ, რომ მათი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

 

მსგავსი თემები