ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ,,ჰამასის” პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა.
,,ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა ,,ჰამასი” აცხადებს მეთაურის, იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად… ის იქნება მოწამე მეთაურის, ისმაილ ჰანიეს შემცვლელი”, – ნათქვამია ,,ჰამასის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისმაილ ჰანიე 31 ივლისს მოკლეს, რის შემდეგაც ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა.