ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ,,ჰამასის” ლიდერის მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი – WP

ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანში ,,ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი. ინფორმაციას Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ ისრალემა უარი თქვა ჰანიეს მკვლელობაზე კომენტარსი გაკეთებაზე, მაგრამ მაშინვე აცნობა აშშ-ს ოფიციალურ პირებს, რომ მომხდარის უკან თვითონ იდგა.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, გასულ კვირას, ჰანიას სიკვდილის შემდეგ, ,,დაძაბული” საუბარი შედგა.

Washington Post-ის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა გაკვირვებით და აღშფოთებით უპასუხეს ჰანიეს მკვლელობას, რომელიც მათ მიიჩნიეს, როგორც მარცხი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის ძალისხმევისთვის – პროცესი, რომელიც მათ სჯეროდათ, რომ პროგრესირებდა, იტყობინება სამი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ისმაილ ჰანიე 31 ივლისს მოკლეს, რის შემდეგაც ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა.

მსგავსი თემები