,,ეს არის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსების შეჩერება წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობაა.

,,აქ მთელი უბედურება ის არის, რომ რასაც რუსეთი აჟღერებდა – დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო, ამ ნაბიჯებს დგამს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ აქ კიდევ ერთხელ იკითხება ერთი გაურკვეველი რამ, რა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად აქ. თუ ეს ემსახურება ჰუმანიტარულ, სამეცნიერო მიზნებს, რა შუაშია კანონი გამჭვირვალობის შესახებ ყოველივე ამასთან. ეს არის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მსგავსი თემები