სახდეპი თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი.

,,ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის”. – მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა”, – დაწერა ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სახდეპის სპიკერზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო.

მსგავსი თემები