ხორვატიამ უკრაინას რობოტული განაღმვის სისტემები აჩუქა

ხორვატიამ უკრაინას Dok-ING MV-4 ტიპის რობოტული განაღმვის სისტემები აჩუქა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ივან ანუშიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის განაღმვის პროცესი დიდ დროს და თანხებს მოითხოვს. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 26% დანაღმულია. “განაღმვა უზარმაზარი ამოცანაა და აქ ძალიან საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა. უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მანამ, სანამ საჭირო იქნება” – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

კონსტანტინე პეტრიაშვილი საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ დაასახელეს

კონსტანტინე პეტრიაშვილი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ, აგვისტოს თვის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ დაასახელა. ამის შესახებ, ინფორმაციას   ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. “ჭიდაობის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: “თავისუფალი ჭიდაობა: კონსტანტინე პეტრიაშვილმა  

მეტი...

ამერიკელი რეპერი, ფეტმენ სკუპი სცენაზე კონცერტის მიმდინარეობისას გარდაცვალა

ამერიკელი რეპერი, ფეტმენ სკუპი სცენაზე გარდაცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამავე ცნობით, 53 წლის რეპერმა კონექტიკუტში, კონცერტის მიმდინარეობისას დაკარგა გონება. რეპერი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, სკუპის წარმომადგენლებმა BBC-ის მომღერლის გარდაცვალება დაუდასტურეს. გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

ხვალიდან მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება

ცვლილების მიხედვით, მოტოციკლეტების და მოპედების მძღოლებისთვის ავტობუსისთვის განკუთვნილ მხოლოდ იმ ზოლში იქნება გადაადგილება ნებადართული, სადაც ავტობუსი სხვა ტრანსპორტის მიმართულებით მოძრაობს. „თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლეტების და მოპედების ე.წ. ბასლაინში დაშვებას. აღნიშნული ცვლილება მიღებულია საქართველოს პარლამენტში და მისგან გამომდინარე შესაბამისი რეგლამენტი თბილისის საკრებულოს დამტკიცებული აქვს. აღნიშნული პაკეტის თანახმად, პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტებს და მოპედებს უკვე უფლება აქვთ იმოძრაონ ბასლაინში. რეგლამენტი ითვალისწინებს მხოლოდ იმ „ბასლაინში“ დაშვებას, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა ტრანსპორტის მიმართულებით და არა საპირისპირო მიმართულებით. ხაზი უნდა გავუსვა ასევე იმ გარემოებას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის…

მეტი...

“ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი”- როგორი ამინდი იქნება1-2 სექტემბერს საქართველოში

გარემოს ერვნული სააგენტო, 1-2 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში, 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 1-2 სექტემბერს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +37გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 1-2 სექტემბერს…

მეტი...

1-ელ სექტემბერს “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, იუსტიციის სახლის ფილიალებში განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება

კვირას, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში. ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.  

მეტი...

“ხალხო არ შეხვიდეთ შეცდომაში. საქართველოს ხელისუფლება გატყუებთ!“- მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი

მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ბესიკ ლეგიაშვილი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. ამის შესახებ, მან ვიდეო მიმართვა ფესიბუქზე გაავრცელა. ბეგიაშვილი, ამბობს რომ პრემიებს, რომელსაც  მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს ჰპირდება სიახლე არ არის. „მთავრობის გვერდზე დევს ინფორმაცია, რომ მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები თავის მიღწევებზე აიღებენ გარკვეულ თანხებს. იქ ჩამოთვლილია თანხები. ხალხს ძალიან გაგიხარდათ, როგორც იქნა ამ სპორტსმენებს მიხედავენო. ეს ისედაც ასე იყო, რა არის ამაში ახალი?ეს საქართველოს კანონმდებლობაშ დიდი ხანია არის. ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ და რატომ იბრალებთ ამას თქვენ? მსოფლიოზე ვიყავით ძალიან წარმატებულები, ნახევარი საათიანი შეხვედრა გააკეთეთ ჩვენთან, რომ ფოტოები გადაგეღოთ, მეორე დღეს გამოაქვეყნეთ ეს.…

მეტი...

“საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ მხარეს არიან გონიერი იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიოსები”- კობახიძე

“საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ დაამობილიზა საკუთარი „იურიდიული ელიტა“, თუმცა იქ პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომელებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები და მათი არგუმენტები. „ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე. დეტალებში ვერ ვიქნები ჩართული, მე არ ვარ პარლამენტის…

მეტი...

„ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი“- კობახიძე

„ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, „სირცხვილიამ“ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და კარგია, თქვენ იცით, რომ „სირცხვილია“ იყო იმ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლითაც ხდებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაპროტესტება და საბოლოო ჯამში, მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის, მათ შორის, კანონი არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს. ეს დაადასტურა გუშინ საკუთარი პირით „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა.…

მეტი...

“მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა”- ბიძინა ივანიშვილი

“გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, საქართველო ისტორიულად ამაყობს როგორც რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, ისე მართლმადიდებლობით, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია. „დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლებისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა“- ბიძინა ივანიშვილი

მეტი...

„დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლებისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა“- ბიძინა ივანიშვილი

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები – დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი”- განაცხადა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გურიაში. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. „გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ…

მეტი...

უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებს იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც კიევს სურს დარტყმის განხორციელება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც კიევს სურს დარტყმები ATACMS-ის ტიპის ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით მიიტანოს. უმეროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დასაცავად რუსული ტერორისგან, იმედი მაქვს, რომ მოგვისმინეს. ჩვენ ვაჩვენეთ აეროდრომები, რომლებსაც რუსები იყენებენ ჩვენს ქალაქებზე დასარტყმელად. ისინი კლავენ ჩვენს მოქალაქეებს. აი, რატომ გვინდა მათი შეკავება, გვინდა მათი შეჩერება, არ გვსურს, მათ ავიაციას ჩვენს საზღვრებთან მოახლოების საშუალება ჰქონდეს ქალაქების დაბომბვის…

მეტი...

მევენახეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

მევენახეებმა, რომლებმაც აქცია გამართეს, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალიდან გურჯაანის მიმართულებით გადაინაცვლეს და რამდენიმე სოფელი ტრანსპარანტებით გაიარეს. ისინი ადგილობრივებს მოუწოდებდნენ, რომ ყურძენზე დაწესებული მინმალური ფასი მათთან ერთად გააპროტესტონ. დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა აქციას დღეს დილიდან მართავს და კგ რქაწითელზე 1, 50, საფერავზე კი – 2 ლარის დაწესებას ითხოვს. მათთან რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მეტი...

“დაუშვებელია, შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შესაძლოა, არსებობდეს პრობლემები, მათზე საუბარი საჭიროა, აუცილებელია საკითხების წამოწევა, მაგრამ რომელიმე ქვეყანაზე ასეთი ლექსიკით საუბარი არასწორია. თუ ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაშინ თავად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ არა სხვებისთვის, არამედ ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო არის აზროვნების სხვა სახე, სხვა აღქმა, სრულიად სხვა აზროვნების სიბრტყე და თუ გვსურს, გვქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, უნდა გადავიდეთ აზროვნების ამ დონეზე და იქ გავძლიერდეთ“ – განაცხადა ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ არ სურს, უპასუხოს კითხვას, გამოიყენებს…

მეტი...

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაუშვებელია”- ლავროვი

„ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“ –  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. „ჩვენს ტერიტორიას არავისთან განვიხილავთ. ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ახლა რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ არ ვსაუბრობთ“ – ამბობს ლავროვი. ლავროვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის გეგმების შესახებ მსჯელობა რთულია. „ჩვენ სიტუაციის რეალობის საფუძველზე მოგვარებისთვის მზად ვართ. ადგილზე შექმნილი რეალობის, რუსეთის კონსტიტუციაში არსებული რეალობის მიხედვით, სადაც გარკვევით წერია, რომ ყირიმის გარდა, ახლა ჩვენ ოთხი ახალი ფედერალური სუბიექტი გვაქვს“- აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაუშვებელია.  

მეტი...

ოპოზიციურმა პარტიამ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადასაყენებლად იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადასაყენებლად იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, მატილდა პანომ გააკეთა. „დღეს პარლამენტის წევრებს გაეგზავნათ რესპუბლიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციის პროექტი, კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი ხელმოწერისთვის“– წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ში.  

მეტი...

“ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა”- მამაუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაცია გაუქმოს, ეხმაურება. „სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“- წერს მდინარაძე. ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ, 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღეს.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბში-დაზიანებულია ხუთი ავტომობილი

მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბში-მოძრაობა პარალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიაში მონაწილეობდა ევაკუატორიც. დაზიანებულია დაახლოებით 5 ავტომობილი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსებმა ქალაქი დღეს დილით დაბომბეს. ჭურვები კერძო სახლსა და მაღალსართულიან შენობას მოხვდა“ – განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა. ფილაშკინმა აღნიშნა, რომ ჩასოვ-იარში ნორმალურად ცხოვრება უკვე ორ წელზე მეტია შეუძლებელია და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

მეტი...

ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე, მოძრაობა შეიზღუდება

31 აგვისტოს 23:00 საათიდან 1 სექტემბრის 06:00 საათამდე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე, მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენ ტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 საათიდან 1 სექტემბრის 06:00 საათამდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მეტი...

60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა

სტეფანწმინდაში 60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყების ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრის ამოყვანა ცოტა ხნის წინ შეძლეს.

მეტი...

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა თქვენი ყურადღება ფუნდამენტურად ახალ წინადადებაზე გავამახვილო, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა. ვაღიარებ, რომ ეს გუშინ მოხდა და ობიექტურად, ოფიციალურ ბაქოს ამ წინადადების არსის გაცნობისთვის დროც კი არ ჰქონია“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში 17 მუხლიდან 13 სრულად შეთანხმებულია.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ახლობლების ინფორმაციით, აკაკი გიორგაძე სახლიდან 30 აგვისტოს დილით გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. “იძებნება აკაკი გიორგაძე, სავარაუდოდ, დღეს დილით 11 საათის შემდეგ გავიდა სახლიდან (ნუცუბიძის მე-4 პლატო) და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვპოულობთ ვერსად.  გთხოვთ, თუ ვინმეს  გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან ნახეთ სადმე მომწერეთ მე ან სოფო გიორგაძეს. სავარაუდოდ ეცვა თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი“- წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

მოძრაობა “სირცხვილია” “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „სირცხვილია“ ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე მოძრაობა წერს, მათი გადაწყვეტილება, რეესტრში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შეცდომა იყო. გარდა ამისა,  „სირცხვილია“ აცხადებს, რომ ისინი დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. “გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია”- ნათქვამია…

მეტი...

“ყველგან მცნობენ და მეუბნებიან, რომ ძალიან უხარიათ ჩემი გამარჯვება”- ვახტან ახობაძე

“საქართველოში სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მცნობენ და მეუბნებიან, რომ ძალიან უხარიათ ჩემი გამარჯვება“- ამბობს პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ახობაძე. მისი თქმით, მოქალაქეების განწყობა ძალას მატებს. “საქართველოში სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მცნობენ და მეუბნებიან, რომ ძალიან უხარიათ ჩემი გამარჯვება, რაც კიდევ უფრო მაძლიერებს, ძალას მმატებს და სურვილი მაქვს კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის“  – აღნიშნა მან.

მეტი...

„ომში უკრაინის გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს”- დანიის პრემიერ-მინისტრი

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, უკრაინამ ომში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ მან პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ომში უკრაინის გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ყველა ჩვენგანი განიცდის დამარცხებას“- აღნიშნა ფრედერიქსენმა. როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი თანხმობა არსებობს. ამასთან, მეტე ფრედერიქსენმა მოუწოდა მათ, ვინც „სათანადოდ არ უჭერს მხარს უკრაინის გამარჯვებას, გააცნობიერონ, რამდენად სახიფათოა სიტუაცია“.  

მეტი...

“2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად,  80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი”- პრემიერი

“ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად,  80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს, რაზეც საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას. „მინდა, მოგილოცოთ, ყველას, „მეშახტის დღე“. ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“. მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა ასევე გამორჩეულად…

მეტი...

ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა

ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა. ინფორმაციას კოლუმბიური გაზეთი El Tiempo ავრცელებს. გუშინ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოცემის ცნობით, ორივე მათგანი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს და შემდეგ რუსეთში მათი ექსტრადირება განხორციელდა. ერთ-ერთი დაკავებულის დამ გამოცემას განუცხადა, რომ მათ ვენესუელის პოლიციის ყურადღება მიიქციეს, რადგან უკრაინის არმიის ფორმა ეცვათ.  

მეტი...

“რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინელებს საქართველოში არ უშვებენ”- მედია

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინელებს საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, 17 უკრაინელი, საქართველოს საზღვართან დარიალის ხეობაში საგუშაგოზე გააჩერეს და მათ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. უკრაინის 31 წლის მოქალაქე, ოლექსანდრ შულჰინი აცხადებს, რომ მათ პასპორტები არ აქვთ და საკუთარი ვინაობის დადასტურებას უკრაინული უწყებებიდან ელოდებიან. მისივე თქმით, მას მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს, თუმცა ბოლო 10 წელია რუსეთში ცხოვრობს, 2024 წლის იანვარში მიგრაციის კანონების დარღვევის გამო მოულოდნელად დააკავეს და დაადეპორტირეს, თუმცა მანამდე ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ ჰქონია.      

მეტი...

ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

რუსტემ უმეროვი ლოიდ ოსტინს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, საბრინა სინგი ავრცელებს. საბრინა სინგის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, სამხედრო დახმარების პრიორიტეტები და „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის საკითხები განიხილეს. „ორივე ლიდერმა აშშ-სა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების გაგრძელების პირობა დადო“ – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.  

მეტი...

31 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა

ხარკოვში, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 31 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს. მერის ინფავორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის 14 წლის მოზარდიც არის, რომელიც საბავშვო მოედანზე დარტყმის შედეგად დაიღუპა. დაშავებულია 80 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 22 ბავშვია. გასულ ღამეს საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის ხუთჯერ დაბომბეს, ერთ-ერთი ბომბი 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

მეტი...

ბრაზილიაში სოციალურ ქსელ X-ის შეჩერებას მოითხოვენ

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივ და სრულად შეჩერდეს ილონ მასკის სოციალური ქსელის X-ის საქმიანობა. ინფორმაციას მედია  ავრცელებს. გადაწყვეტილება ბრაზილიაში X-ის ოფიციალური წარმომადგენლის დასანიშნად სასამართლოს მიერ გამოყოფილი 24-საათიანი ვადის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატფორმის აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ X არ შეასრულებს სასამართლოს ყველა ბრძანებას და არ გადაიხდის ყველა დაკისრებულ ჯარიმას. კვლევითი ფირმა Emarketer-ის მონაცემებით, სოციალურ ქსელს თვეში ერთხელ მაინც დაახლოებით 40 მილიონი ბრაზილიელი იყენებს, რაც მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედია.  

მეტი...

კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეები აქციას მართავენ

სოფელ ბაკურციხესთან ასამდე ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ყურძნის ფასის მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ერთ კილოგრამ ყურძენში იმდენად დაბალი ფასს უხდიან, რომ ვენახის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. „შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სასაცილო ფასია, რასაც კილოგრამში გვიხდიან. რა ხარჯებსაც გავცემთ მოსავლის მოსაყვანად, იმასაც ვერ ანაზღაურებს ეს ფასი. ბანკის ვალები გვაქვს, ძირითადად, ამ საქმიანობით ვარჩენთ ოჯახებს. დღეს ვმართავთ მშვიდობიან აქციას და ვითხოვთ ადგილზე ჩამოვიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც პასუხს გაგვცემს, ვისაც დაველაპარაკებით” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციაა მობილიზებული.  

მეტი...

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა.  ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა. ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.  

მეტი...

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, პორტუგალიაში ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა

პორტუგალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა.  ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Jornal de Noticias-ი ავრცელებს. შემთხვევა პარასკევს პორტუგალიის ჩრდილოეთით მოხდა, როდესაც ვერტმფრენი ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. კატასტროფის შედეგად, ვერტმფრენის მფრინავი გადარჩა, ხოლო ბორტზე მყოფ კიდევ ერთ ეროვნული გვარდიის წევრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.  

მეტი...

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ტაქსის მძოლი ემსხვერპლა-დაშავებულია მგზავრი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულია ერთი მგზავრი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

მეტი...