ხარკოვში, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 31 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს. მერის ინფავორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.
მსხვერპლთა შორის 14 წლის მოზარდიც არის, რომელიც საბავშვო მოედანზე დარტყმის შედეგად დაიღუპა. დაშავებულია 80 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 22 ბავშვია.
გასულ ღამეს საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის ხუთჯერ დაბომბეს, ერთ-ერთი ბომბი 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.