თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ახლობლების ინფორმაციით, აკაკი გიორგაძე სახლიდან 30 აგვისტოს დილით გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

“იძებნება აკაკი გიორგაძე, სავარაუდოდ, დღეს დილით 11 საათის შემდეგ გავიდა სახლიდან (ნუცუბიძის მე-4 პლატო) და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვპოულობთ ვერსად.  გთხოვთ, თუ ვინმეს  გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან ნახეთ სადმე მომწერეთ მე ან სოფო გიორგაძეს.

სავარაუდოდ ეცვა თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი“- წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები