„ომში უკრაინის გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს”- დანიის პრემიერ-მინისტრი

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, უკრაინამ ომში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ მან პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ომში უკრაინის გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ყველა ჩვენგანი განიცდის დამარცხებას“- აღნიშნა ფრედერიქსენმა.

როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი თანხმობა არსებობს.

ამასთან, მეტე ფრედერიქსენმა მოუწოდა მათ, ვინც „სათანადოდ არ უჭერს მხარს უკრაინის გამარჯვებას, გააცნობიერონ, რამდენად სახიფათოა სიტუაცია“.

 

მსგავსი თემები