ოპოზიციურმა პარტიამ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადასაყენებლად იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადასაყენებლად იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, მატილდა პანომ გააკეთა.

„დღეს პარლამენტის წევრებს გაეგზავნათ რესპუბლიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციის პროექტი, კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი ხელმოწერისთვის“– წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ში.

 

მსგავსი თემები