ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა

ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა. ინფორმაციას კოლუმბიური გაზეთი El Tiempo ავრცელებს. გუშინ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოცემის ცნობით, ორივე მათგანი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს და შემდეგ რუსეთში მათი ექსტრადირება განხორციელდა. ერთ-ერთი დაკავებულის დამ გამოცემას განუცხადა, რომ მათ ვენესუელის პოლიციის ყურადღება მიიქციეს, რადგან უკრაინის არმიის ფორმა ეცვათ.

 

მსგავსი თემები