მოძრაობა “სირცხვილია” “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „სირცხვილია“ ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე მოძრაობა წერს, მათი გადაწყვეტილება, რეესტრში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შეცდომა იყო.

გარდა ამისა,  „სირცხვილია“ აცხადებს, რომ ისინი დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებენ.

“გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები