ბრაზილიაში სოციალურ ქსელ X-ის შეჩერებას მოითხოვენ

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივ და სრულად შეჩერდეს ილონ მასკის სოციალური ქსელის X-ის საქმიანობა. ინფორმაციას მედია  ავრცელებს. გადაწყვეტილება ბრაზილიაში X-ის ოფიციალური წარმომადგენლის დასანიშნად სასამართლოს მიერ გამოყოფილი 24-საათიანი ვადის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატფორმის აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ X არ შეასრულებს სასამართლოს ყველა ბრძანებას და არ გადაიხდის ყველა დაკისრებულ ჯარიმას.

კვლევითი ფირმა Emarketer-ის მონაცემებით, სოციალურ ქსელს თვეში ერთხელ მაინც დაახლოებით 40 მილიონი ბრაზილიელი იყენებს, რაც მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედია.

 

მსგავსი თემები