რუსტემ უმეროვი ლოიდ ოსტინს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, საბრინა სინგი ავრცელებს.
საბრინა სინგის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, სამხედრო დახმარების პრიორიტეტები და „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის საკითხები განიხილეს.
„ორივე ლიდერმა აშშ-სა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების გაგრძელების პირობა დადო“ – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.