რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინელებს საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, 17 უკრაინელი, საქართველოს საზღვართან დარიალის ხეობაში საგუშაგოზე გააჩერეს და მათ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება.
უკრაინის 31 წლის მოქალაქე, ოლექსანდრ შულჰინი აცხადებს, რომ მათ პასპორტები არ აქვთ და საკუთარი ვინაობის დადასტურებას უკრაინული უწყებებიდან ელოდებიან. მისივე თქმით, მას მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს, თუმცა ბოლო 10 წელია რუსეთში ცხოვრობს, 2024 წლის იანვარში მიგრაციის კანონების დარღვევის გამო მოულოდნელად დააკავეს და დაადეპორტირეს, თუმცა მანამდე ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ ჰქონია.