სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა თქვენი ყურადღება ფუნდამენტურად ახალ წინადადებაზე გავამახვილო, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა. ვაღიარებ, რომ ეს გუშინ მოხდა და ობიექტურად, ოფიციალურ ბაქოს ამ წინადადების არსის გაცნობისთვის დროც კი არ ჰქონია“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში 17 მუხლიდან 13 სრულად შეთანხმებულია.

მსგავსი თემები