ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, პორტუგალიაში ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა

პორტუგალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა.  ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Jornal de Noticias-ი ავრცელებს.

შემთხვევა პარასკევს პორტუგალიის ჩრდილოეთით მოხდა, როდესაც ვერტმფრენი ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

კატასტროფის შედეგად, ვერტმფრენის მფრინავი გადარჩა, ხოლო ბორტზე მყოფ კიდევ ერთ ეროვნული გვარდიის წევრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

 

მსგავსი თემები