„გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე“- კობახიძე

„ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად- ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ“- განაცახადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სამწუხარო მოვლენა. „გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„კიევს ომის პარტია მართავს“- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის , სერგეი ლავროვის განცახდებით, კიევს „ომის პარტია“ მართავს და სიტყვით ცდილობს რუსეთის დამარცხებას. „კიევს „ომის პარტია“ მართავს და ცდილობს, როგორც მინიმუმ სიტყვით, დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებები იურიდიულად აკრძალულია. „რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის სამართლებრივ სტატუსს 20 მაისის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოიწურა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხზე საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა“, – აღნიშნა ლავროვმა.    

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანელი პენსიონერების ტელეფონებიდან ურეკავდნენ და აგინებდნენ

ე.წ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ. ამის შესახებ OCCRP-ისა და “აი ფაქტისა” ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ათეული ნომერი შეისწავლეს და იმ კომპანიასც დაუკავშირდნენ, რომელსაც ეს ნომრები ეკუთვნის. როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, მათ განუცხადეს, რომ ამ ინდექსით ნომრები გასაყიდად არასდროს გამოუტანიათ. მათთან გადამოწმების შემდეგ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ნომრების უმრავლესობა რეგისტრირებული საერთოდ არ არის და ეს ყველაფერი უკავშირდება თაღლითურ ქსელს –  Caller ID Spoofing-ს- რა დროსაც ზარის განმახორციელებელი განზრახ აყალბებს იმ ინფორმაციას. “ერთეულ შემთხვევებში გავედით რეალურ ადამიანებთან, მაგალითად ერთი იყო 84 წლის აზერბაიჯანელი ქალი,…

მეტი...

„საქართველოს სჭირდება ევროკავშირში და ასევე NATO-ში გაწევრიანება“-  ჯულიან სმიტი

„ძალიან ცხადია, რომ საქართველოს ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა. მათ აქვთ ღრმა რწმენა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში და ასევე NATO-ში გაწევრიანება“- განაცხადა NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯულიან სმიტმა. ჯულიან სმიტის განმარტებით,  საქართველოში უახლოეს ხანში ან წარსულში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებში, ასევე იმ კადრებით, რომლებშიც ვხედავთ ათობით ათას ყველა ასაკის ადამიანს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და ამით ეწინააღმდეგებიან „უცხოური ჩარევის კანონს“ და  გამოხატავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე სურვილს. „რთულია, ვერ შეამჩნიო, რა სურს ქართველ ხალხს. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-მა დაგმო უცხოური ჩარევის კანონის მიმართულებით მოძრაობა და ის, რა მიმართულებითაც წავიდა “ქართული ოცნება”…

მეტი...

„რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სიგნალად განიხილავს“- ლავროვი

„რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს, ეს თვითმფრინავები განადგურდება ისევე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა იარაღი და მათი გამოჩენა არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამბობს, რომ ეს არის ნატო-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება. „F-16 გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის მიწოდების მთავარი საშუალება ეგრეთ წოდებული ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების ფარგლებში, ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია არ მივიჩნიოთ ამ სისტემების მიწოდება კიევის რეჟიმისთვის, როგორც ნატო-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება ბირთვულ სფეროში. ცდილობენ გავიგოთ, რომ აშშ და ნატო მზად არიან ყველაფრისთვის უკრაინაში “ – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

მოსკოვში ხანძარია – ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120-ზე მეტი მეხანძრე

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ორი ვერტმფრენი ჩართო მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის კა-32 და მი-26 ტიპის ვერტმფრენები.

მეტი...

„გინახავთ ადამიანი ვინც ჩვილი სამკურნალოდ რუსეთში ან ირანში წაიყვანა? „- ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ მუშაობას წყვეტს

„ჩვენი ორგანიზაცია იყო და არის ევროპული ღირებულებების მატარებელი! ჩვენი დაარსების დღიდან ამომავალი წერტილი იყო ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები და მათი პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების მიღებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში!“ -ამის შესახებ განცახდებას, ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“, ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი, ე.წ   „რუსული კანონის“ მიღებით კი დავშორდით ევროპულ ჯანდაცვას.  როგორც ისინი ამბობენ, ორგანიზაცია ვერ გააგრძლეებს ასეთ სიტუაციაში მუშაობას და ვერ შეძლებენ ბავშვების დახმარებას. „ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ევროპა ესახება იმედად ყველა მშობელს…

მეტი...

„თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც“- პაპუაშვილი

„თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც. ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი იქამდე ჩამოსული პარლამენტის წევრების, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ანტისამთავრებო მიტინგზე  გამოდის, ეს ქართველის ხალხის დაცინვაა. „თქვენ ნახეთ ესტონეთის პარლამენტში ამაზე დებატებიც კი გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ მან არ იცოდა თუ ის აპირებდა მიტინგზე გამოსვლას. თუმცა რაიმე რეაქციასაც ვერ ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ეს, რა…

მეტი...

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ- პარალელურად იგეგმება ონკოპაციენტების აქცია

პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ. მინისტრი დღეს, სესიაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოლოგიური პაციენტების აქცია არის დაგეგმილი. ისინი შეიკრიბებიან მოთხოვნით: “მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო“.

მეტი...

იუვენტუსის ფრანგი ლეგენდა საქართველოშია

“იუვენტუსის” ფრანგი ლეგენდა საქართველოში ჩამოფრინდა,  დევიდ ტრეზეგე უკვე წალენჯიხაში იმყოფება. ის  წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც დღეს, 30 მაისს  წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ფეხბურთელი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2006 წლის ვერცხლის მედალოსანია. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საფრანგეთის მიერ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებაში.

მეტი...