საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანელი პენსიონერების ტელეფონებიდან ურეკავდნენ და აგინებდნენ

ე.წ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ. ამის შესახებ OCCRP-ისა და “აი ფაქტისა” ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ათეული ნომერი შეისწავლეს და იმ კომპანიასც დაუკავშირდნენ, რომელსაც ეს ნომრები ეკუთვნის.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, მათ განუცხადეს, რომ ამ ინდექსით ნომრები გასაყიდად არასდროს გამოუტანიათ. მათთან გადამოწმების შემდეგ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ნომრების უმრავლესობა რეგისტრირებული საერთოდ არ არის და ეს ყველაფერი უკავშირდება თაღლითურ ქსელს –  Caller ID Spoofing-ს- რა დროსაც ზარის განმახორციელებელი განზრახ აყალბებს იმ ინფორმაციას.

“ერთეულ შემთხვევებში გავედით რეალურ ადამიანებთან, მაგალითად ერთი იყო 84 წლის აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა, თუმცა გაკვირვებული იყო, რომ თავად იღებდა ქართველებისგან ზარებს და  ვერ იგებდა, რა უნდოდათ. ყველა ნომერი რომელიც აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა ეკუთვნოდა ერთ სატელეფონოი კომპანიას ” bakcell-ს,”ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და გვთიხრეს, რომ არცერთი ნომერი არ არის მათი გამოშვებული. ეს ხდება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით და ამ შემთხვევაში ოპერატორები პასუხისმგებლობას ირიდებენ. თუმცა მათ გვითხრეს, რომ დაიწყეს ქართველ ოპერატორებთან ამ საკითხის მოკვლევა”- ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი ნანუკა ბრეგაძე.

პერსონალური დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ  ადგილი ჰქონდა დანაშაულს და საქმე პროკურატურას გადასცა.

მსგავსი თემები