დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ- პარალელურად იგეგმება ონკოპაციენტების აქცია

პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ. მინისტრი დღეს, სესიაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოლოგიური პაციენტების აქცია არის დაგეგმილი. ისინი შეიკრიბებიან მოთხოვნით: “მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო“.

მსგავსი თემები