„თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც“- პაპუაშვილი

„თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც. ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი იქამდე ჩამოსული პარლამენტის წევრების, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ანტისამთავრებო მიტინგზე  გამოდის, ეს ქართველის ხალხის დაცინვაა.

„თქვენ ნახეთ ესტონეთის პარლამენტში ამაზე დებატებიც კი გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ მან არ იცოდა თუ ის აპირებდა მიტინგზე გამოსვლას. თუმცა რაიმე რეაქციასაც ვერ ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, დაღს დაასვამს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც გვქონდა ბალტიის ქვეყნებთან. როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხის, რომლის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზეც, რაღაც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები“ – აღნიშნა  პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები