თბილისის მთაწმინდის რაიონში, კერძოდ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა – ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია.
რეაბილიტაციის შედეგს შპს “თბილსერვისჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე, დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი, ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.