„გაუგონარი აფიორა”, – „ქართული მარში“ ხვალინდელ აქციას შეუერთდება

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები, ხვალ, 17 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო მუხტს უერთდებიან და „პატრიოტებთან“ ერთად ქუჩაში გამოვლენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „მარშის“ ლიდერებმა განცხადება დღეს გააკეთებს.    

„პატივცემულო მეგობრებო, ჩვენი სამშობლო უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად, ჩაგდებულ იქნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი. ყოველივე გახლავთ გაუგონარი “აფიორა”, რომლის მსგავსსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში. ”ქართული მარში” სრულიად მხარს უჭერს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი საპარლამენტო დეპუტაციის ქმედებას განიხილავს,როგორც თაღლითობას და გაუგონარ ტყუილს“ – აცხადებს „მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

მისივე თქმით,  რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდეთ, ვერასოდეს დადგებიან იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი ჯალათები – ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით.

„ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას სააკაშვილის ავადმყოფური სურვილის ასრულებაში – განახორციელოს რევანში და დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მმართველად. არცერთი ეროვნულად მოაზროვნე ქართველის ადგილი არ არის იქ, სადაც ლიდერები არიან ეკლესიის, მართლმადიდებლობის, რწმენის მტერი სოროსელ-მამა…….ი, რომლებსაც სურთ ჩვენი სამშობლოს გადაგვარება და განადგურება, მათთან ერთად ბრძოლა ღალატის ტოლფასია. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე “ქართული მარში” უერთდება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, რომელიც გაიმართება ხვალ 17 საათზე ე.წ.რესპუბლიკის მოედანზე“  – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ მასშტაბურ აქციას მართავს. მათ მოთხოვნაა, პარლამენტი პროპორციული სისტემის განხილვას დაუბრუნდეს.    

მსგავსი თემები