“სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას” – ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
“პირველ ნოემბერს ბრალდებულმა საჯაროდ მოახდინა სამაჯურის მოხსნა და მოშორება. ეს სამაჯური იყო ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების საშუალება, მას ეს სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების შეცვლით,“ – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.
ხოდა გაეცით საკადრისი პასუხი მაგ უნამუსოსს
მელია უკან უნდა შეაბრუნონ მე თუ მკითხავთ რა