,,ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო”- ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მკაცრი წერილი მიიღო.

მისივე ინფორმაციით, წერილის მარტში გამართულ საპროტესტრო აქციებს ეხება.

,,გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომელიც მარტის საპროტესტო აქციებს ეხება და კერძოდ, ძალიან მკაცრი გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები იყოს სრულად დაცული. ასევე ძალიან მკაცრადაა საუბარი იამზე, რომ კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე ფიქრიც კი დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები