ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს ციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს ისევ გადაიყვანენ. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრმა მთავარს“ ბრალდებულის ადვოკატმა დაუდასტურა.
როგორც რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ოპერაციის საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია.
„როგორც ციხის ადმინისტრაცია დაგვპირდა, პარასკევს გაიყვანეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარეს. დღეს კიდევ უნდა გადაიყვანონ, რადგან ერთი კვლევა დარჩა – მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ამის შემდეგ დაიგეგმება ოპერაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდება და ისევ ის ქირურგი ჩაუტარებს, ვინც პირველი ოპერაცია გააკეთა“ – განუცხადა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.
შეგახსენებთ, რომ ტატო ღარიბაშვილს ბრალი ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა და ის ძილის მდგომარეობაში იმყოფება.