საქართველო-რუსეთს შორის “სპორტული დაპირისპირება” გაიმართება

  •  

20 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს რუსეთთან გამართავს. “სპორტული დაპირისპირება” უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება.

გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი დაამარცხა, შემდეგ კი იტალიისა და საბერძნეთის ძლიერ გუნდებთან დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ჯგუფში ამ გუნდმაც ორი მატჩი, სერბეთთან და რუმინეთთან წააგო.

მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ხვალ, 20 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “საქართველო-რუსეთს შორის “სპორტული დაპირისპირება” გაიმართება”

  1. so much great info on here, : D.

  2. I think this is one of the most vital information for me. And i’m glad reading your article. But should remark on few general things, The site style is wonderful, the articles is really nice : D. Good job, cheers

  3. I’ve recently started a blog, the info you offer on this website has helped me tremendously. Thanks for all of your time & work.