რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ – ალექსეი არესტოვიჩი

რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს კავკასიაში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ. ამგვარად, ისინი ცდილობენ 20-30 ბატალიონი შეკრიბონ. ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა რამდენად ეფექტური იქნება, ადვილი მისახვედრია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა Priamyi kanal​-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით განაახლებენ. ესენია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა, კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი.

„რამდენადაც მათი ბრძოლისუნარიანობა სუსტდება, ვერც ამ რეზერვისტების საშუალებით მოახერხებენ ბრძოლას. ორ-სამ კვირას ვაძლევ, მათი რესურსი ამოიწურება მალე და „კურდღლებს“ დაემსგავსებიან, აღარაფერი დარჩებათ, რითაც ომის გაგრძელებას შეძლებენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

მსგავსი თემები