ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი. ადგილზე სასწრაფო და პატრული ეკიპაჟები არიან მობილიზებული.