ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან ელჩები გაიწვიეს

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს. ერთი დღით ადრე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ არც ის და არც სომხეთის სხვა წარმომადგენელი არ ეწვევა ბელარუსს, სანამ ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკოა.

გადაწყვეტილების მიზეზად კი ლუკაშენკოს განცხადება დასახელდა ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტზე. მაისის შუა რიცხვებში ბაქოში ვიზიტის დროს ლუკაშენკომ ომს ,,განთავისუფლება” უწოდა.

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ბელარუსის ლიდერის პოზიციამ მთიანი ყარაბაღის ომზე გავლენა მოახდინა სომხეთის გადაწყვეტილებაზე ,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან” შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ელჩი კონსულტაციებისთვის მინსკში დაიბარა ბელარუსმაც. საგარეო ამბობს, რომ არ აპირებენ სომხეთთან ურთიერთობების გაუარესებას.

მსგავსი თემები