რუსეთმა ,,ქართული ლეგიონი” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა ,,ქართული ეროვნული ლეგიონი”, რომელიც უკრაინაში იბრძვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლეგიონის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა.

ФСБ-ის გ განცხადებაში წერია, რომ ,,ქართული ლეგიონი” 2014 წელს შეიქმნა ,,უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პატრონაჟით” და დღეს ,,ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირება”.

განცხადებაში წერა, რომ ლეგიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ,,რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წამებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში”.

შეგახსენებთ, რომ ლეგიონის წევრების მიმართ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ლეგიონის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობაც შეუფარდა.

მსგავსი თემები