ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

სტეფან დუჟარიკის თქმით, ამის მიზეზი სამხედროების მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილი დარღვევებია.

სიაში ასევე ჩაამატეს „ჰამასი“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“.

აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის მიმართ სიძულვილად შეაფასა გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა, რომელმაც სოციალურ ქსელში მისი და სტეფან დუჟარიკის  სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ერდანის თქმით, ისრაელს ყველაზე მორალური არმია ჰყავს მსოფლიოში. გაერო-ს ეს ქმედება, კი სტიმულს აძლევს ტერორიზმს.

თავის მხრივ, ერდანის მიერ სატელეფონო საუბრის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა დუჟარიკი. დუჟარიკის განცხადებით, ისრაელის წარმომადგენლის ეს ქმედება გამაოგნებელი და მიუღებელია.

„ეს არის ის, რაც მე არასდროს მინახავს ამ ორგანიზაციაში ჩემი 24-წლიანი მუშაობის განმავლობაში“, – აღნიშნა დუჟარიკმა.

მსგავსი თემები