თელავში დაკარგული 24 წლის ბიჭი იპოვეს

თელავიდან გაუჩინარებული 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვი ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდა ბიჭის დედა ადასტურებს.

„დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას”, – ამბობს დედა.

ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში. ოჯახის წევრები და ახლობლები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი თქმით, ბიჭს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ახლობლებთან ერთად, ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

მსგავსი თემები