,,არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი” – კალაძე

,,არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი”, – ამბობს ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე აშშ-ის სანქციებზე.

,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. არასერიოზულია და ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული. ღიმილისმომგვრელია უბრალოდ სანქციებზე საუბარი, გულწრფელად გეუბნებით”, – ამბობს კალაძე.

მსგავსი თემები