„ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 210 000 შენობა დაინგრა“- „ნიუ იორკ თაიმსის“

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 210 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა . ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაშია აღნიშნული. სტატია თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალებს ეყრდნობა. ამერიკული გამოცემის თანახმად, დანგრეული და დაზიანებული შენობების თითქმის ნახევარი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშია.

გარდა ამისა, ანალიზი აჩვენებს, რომ 900-ზე მეტი სკოლა, საავადმყოფო, ეკლესია და სხვა დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უნდა იყოს დაცული ჟენევის კონვენციით.

მსგავსი თემები