„უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იარაღი გამოიყენა“- „ასოშიეთიდ პრეს“

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესს“ რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა განუცხადა. სენატორი არ აკონკრეტებს იმას, თუ საიდან ფლობს ამ ინფორმაციას.

მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული კიდევ ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა და არ დაუსახელებია, სად განხორციელდა ამერიკული იარაღით თავდასხმა. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 1-2 ივნისს ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ გამოიყენა.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობით გამოიყენა.

 

მსგავსი თემები