„გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“- იზორია მაიკლ როთს

„ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“ – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ.

ქართული ტოლერანტობა, რომელიც სამაგალითოა მთელს მსოფლიოში.

„ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ!” – აღნიშნულია მიმართვაში.

 

მსგავსი თემები