,,სისუსტე ისევ არის, გამოსავალი პირველ რიგში ნორმალური გამოკვლევაა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კვლავ აღენიშნება სისუსტე.

“მდგომარეობა დაახლოებით იგივეა. ისევ რჩება ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა. სისუსტე ისევ არის. გამოსავალი პირველ რიგში ნორმალური გამოკვლევაა, რომელიც როგორც ჩანს, არ ჩატარებულა ბოლომდე. გაიჟღერა, რომ დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, ესე იგი არ ჩატარებულა, არადა საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩატარებული იყოს. სწორი იქნება მისი გაყვანა აქედან და შესაფერის კლინიკაში მოთავსება. ჩატარება პირველ რიგში ნორმალური მკურნალობის. ყველაფერი რაც საჭიროა, უნდა იყოს გამოკვლეული, დაესვას სწორი დიაგნოზი და შემდეგ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები