სომხეთის პრემიერის ვერტმფრენი კატასტროფას გადაურჩა

სომხეთის პრემიერის ვერტმფრენი ავარიულად დაეშავ. როგორც აცხადებენ, ავარიულად დაშვების მიზეზი უამინდობა გახდა.

პრემიერ-მინისტრი ტაშირში მიფრინავდა, თუმცა, ვერტმფრენს   ვანაძორის სტადიონზე ავარიული დაშვება მოუწია. პრემირს მგზავრობის გაგრძელება ავტომანქანით მოუწია.

„ყველაფერი კარგადაა. უამინდობის გამო, ჩვენმა ვერტმფრენმა ვანაძორში დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. ჩვენ ახლა გზას ავტომობილით ვაგრძელებთ, ყველას კარგ დღეს ვუსურვებ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები