რუსეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

მედიის ცნობით, რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ, Mi-8 ტიპის ვერტმფრენებიდან სათადარიგო ნაწილების ქურდობას ედავებიან.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფაქტი სარატოვ ენგელსის სარემონტო ქარხანაში მოხდა, მოპარული საქონელი კი  კუსკოვსკაიას ქუჩაზე, ავტოფარეხში იპოვეს.

საქართველოს მოქაალაქეებთან ერთად დაკავებულია რუსული პასპორტების მქონე ცოლ-ქმარიც.

მსგავსი თემები