„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – ამ სახელწოდებით საპროტესტო მარში თბილისში, 26 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება. დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მარშით ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისკენ გაემართებიან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რამდენიმე კვირაა საქართველოში , სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ. კანონპროექტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ვეტოს დასაძლევად ემზადება მმართველლი გუნდი.