„ვენეციის კომისია, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებებზე გადავიდა“- „ქართული ოცნება“

„წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა“- ასე აფასებენ „ ქართულ ოცნებაში“ ვენეციის კომიისი რეკომენდაციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კომისიის ეს მიდგომა მის “ობიექტურობაზე” მეტყველებს.

„კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის. თუმცა, მსურს, ჩვენი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მაინც შევეხო რამდენიმე საკითხს:

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას. ამის დასადასტურებლად კი ის მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე.

სინამდვილეში კი, ყველა ის მოქმედი ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას; შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება!“- აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”

 

“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას მიკერძოებულს უწოდებს და მის დასკვნას პასუხობს

მსგავსი თემები